"მალე ვიქნები საქართველოში... მინ­და ვუ­პა­სუ­ხო იმ "ჰე­ი­თე­რებს", რომ­ლე­ბიც..." - რას აცხადებს სააკაშვილის საყვარელი ქალი ლიზა იასკო? - კვირის პალიტრა

"მალე ვიქნები საქართველოში... მინ­და ვუ­პა­სუ­ხო იმ "ჰე­ი­თე­რებს", რომ­ლე­ბიც..." - რას აცხადებს სააკაშვილის საყვარელი ქალი ლიზა იასკო?

საქართველოს ექსპრეზიდენტის, ამჟამად მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის საყვარელი ქალი, ლიზა იასკო, რომელთანაც სააკაშვილი ახალ ოჯახურ ცხოვრებას აპირებს, "ფეისბუქზე" პირდაპირი ეთერისას, აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას.

"ბოლო დღეების განმავლობაში ვცდილობდი, არ მეკონტაქტა ჟურნალისტებთან, რადგან ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოში არჩევნებს სიმშვიდეში ჩაევლო და რომ პირადი ხასიათის სხვადასხვა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს ურთიერთობის თაობაზე არ ყოფილიყო ნომერ პირველი ამბავი. პირადი ახლა მნიშვნელოვანი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილი ახლა უკანონოდ არის დაკავებული საქართველოში და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქართველმა ხალხმა დაიცვას არჩევნების შედეგები და მეორე ტურები, რაც მალე გაიმართება, რათა მოხდეს რეალური ცვლილებები.

ახლა მინდა ვუპასუხო იმ "ჰეითერებს", რომლებიც წერდნენ არცთუ კარგ რამეებს. სჯობს დაკავდეთ თქვენი სამშობლოს აღმშენებლობით, საიდანაც არ უნდა იყოთ. ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს შენი სამშობლოსთვის მსხვერპლის გაღება, ეს კეთილშობილი საქმეა, ვიცი, რომ ახლა მიტინგი იმართება მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, მეგობრებო, საქართველოდან, უკრაინელებს ძალიან უყვართ საქართველო, ეს ცნობილი ფაქტია, გთხოვთ, დადექით მყარად თქვენი ქვეყნისთვის.

უკვე მალე ვიქნები საქართველოში, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია ქართველებმა დაიცვან თავისი მომავალი, უკრაინა ასევე იბრძოლებს თავისი მოქალაქის გამო, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობა უკვე იბრძვის და იბრძოლებს სააკაშვილისთვის, იმიტომ, რომ ის გაასამართლეს უკანონოდ. ადამიანმა, რომელიც ასე ბევრზე წავიდა, წავიდა კომფორტული უკრაინული ცხოვრებიდან, ეს გააკეთა, ქართველებო, თქვენთვის. ამით ძალიან ვამაყობ და დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. საქართველო და უკრაინა ერთად ვართ, პირადი თუ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, იბრძოლეთ, დროებით!"- ამბობს ლიზა იასკო მიმართვაში.