როგორ გავუმკლავდეთ პოსტკოვიდურ გართულებებს - შესაძლებელია თუ არა ე.წ. გახანგრძლივებული კოვიდის რეაბილიტაცია საქართველოში - კვირის პალიტრა

როგორ გავუმკლავდეთ პოსტკოვიდურ გართულებებს - შესაძლებელია თუ არა ე.წ. გახანგრძლივებული კოვიდის რეაბილიტაცია საქართველოში

დაღლილობის შეგრძნება, საერთო სისუსტე, შრომისუნარიანობის, გუნება-განწყობის, მეხსიერების, კონცენტრაციის დაქვეითება, ძილის, ყნოსვის, გემოს დაკარგვა, გულის აჩქარება, სუნთვის უკმარისობა, კუნთების და სახსრების ტკივილი, დეპრესია, ოფლიანობა - ამ და კიდევ არაერთ მძიმე თუ მსუბუქ სიმპტომს კოვიდგადატანილი პაციენტების ნაწილი თვითიზოლაციის დასრულების მერეც კარგა ხანს უჩივის.

ეს ე.წ. გახანგრძლივებული კოვიდის სინდრომის ნიშნების მცირე ჩამონათვალია. "გახანგრძლივებული კოვიდი" შესაძლებელია მასაც განუვითარდეს, ვისაც ვირუსი მსუბუქ ფორმებში ჰქონდა. აღნიშნული სიმპტომები ზოგჯერ რამდენიმე თვეც გრძელდება, შემდეგ ნელ-ნელა ქრება, მაგრამ, შეიძლება, სერიოზული გართულებაც გამოიწვიოს.

როგორც ექიმები ამბობენ, "გახანგრძლივებული კოვიდი" რაიმე უცნაურობას არ ნიშნავს - ამ დროს ორგანიზმის იმუნური სისტემა ვირუსთან ბრძოლის გამო არეულია და ცდილობს, ბალანსი აღიდგინოს.

უბრალოდ, ასეთი პაციენტები შემდგომ მკურნალობას და რეაბილიტაციას საჭიროებენ. საქართველოში სარეაბილიტაციო კლინიკები ძალიან მცირეა, რაც არის, მათი უმრავლესობა ძირითადად კოვიდპაციენტების მკურნალობითაა დატვირთული.

საერთოდ რა მდგომარეობაა საქართველოში სარეაბილიტაციო მედიცინის მიმართულებით, როგორ უნდა მოხდეს კოვიდგადატანილი პაციენტების შემდგომი რეაბილიტაცია და როგორ გადიან ასეთი პაციენტები ამ კურსს.

ვახტანგ კალოიანი, ექიმი:

"პოსტკოვიდური პაციენტების რამდენიმე ტიპი არსებობს, რომლებსაც მკურნალობა ესაჭიროებათ. ერთი, როცა პოსტკოვიდურ რეაბილიტაციას (არც თუ იშვიათად) ჰოსპიტალში საჭიროებენ, მერე - ჰოსპიტლის გარეთ, საკურორტო რეაბილიტაცია და ასევე პერსონალური, ფსიქოლოგიური...

საქართველოში, ძირითადად, თბილისში მცირე რაოდენობითაა რეაბილიტაციის ცენტრები, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ისინი კოვიდზეა ორიენტირებული. კოვიდის შემდგომი რეაბილიტაცია მცირე რაოდენობით საკურორტო კომპონენტში ხდება...

ძალიან მნიშვნელოვანია, პოსტკოვიდური რეაბილიტაცია იყოს ორგანიზებული და ჰქონდეს სისტემური ხასიათი, ერთეული, თუნდაც ძალიან კარგი კლინიკები ამინდს ვერ შექმნიან. როცა ჯერ კიდევ ჰოსპიტალში პრობლემა გვაქვს, სამწუხაროდ, კვლავ მაღალია სიკვდილობა, გასაგებია, რომ რეაბილიტაცია ჩვენთვის დიდი ფუფუნებაა, თუმცა ამ თემაზე უკვე უნდა იფიქრონ. ეს დიდი სოციალური პრობლემა შეიძლება გახდეს. გროვდება პაციენტების რაოდენობა, რომლებიც ბოლომდე ვერ უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს, ამიტომ სამედიცინო დახმარება სჭირდებათ დაწყებული ფსიქოლოგიური რეაბილიტაციიდან, ფიზიკური რეაბილიტაციით დამთავრებული.

- ვინაიდან ეს ყველაფერი სისტემურად არ გვაქვს, ამიტომ ადამიანები უმეტესად ოჯახის ექიმის იმედად არინ დარჩენილი...

- კი, ოჯახის ექიმის როლი დიდია ამ საქმეში, მაგრამ მიზნობრივ რეაბილიტაციას დადებითი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ეს კოვიდგადატანილ პაციენტებს ხელს უწყობს ფორმაში უსწრაფესად ჩადგნენ. მძიმედ გადატანილ კოვიდპაციენტებთან ინტენსიური რეაბილიტაციაა საჭირო. ფინანსური და ტექნიკური პრობლემების გამო, როგორც ვთქვი, ეს ჩვენთან ჯერჯერობით ჭირს. მაშინ, როცა კოვიდპაციენტებისთვის საწოლების პრობლემაა, რეაბილიტაციის მსურველთათვის ეს გამოწვევა დგას, ამიტომ ამ ეტაპზე არარეალურად მიმაჩნია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ამის სისტემური გადაწყვეტა შეძლოს, რადგან დიდ რესურსებთან და არაერთ ტექნიკურ საკითხთანაა დაკავშირებული.

- არც განუხილავთ ეს თემა?

- გარკვეული განხილვა იყო, საკურორტო რეაბილიტაციით რაღაც სეგმენტები დაფინანსდა, თუმცა საკითხის სისტემური გადაწყვეტა აღნიშნული მიზეზების გამო ვერ მოხდა. აქ ყველაზე ნაკლებად არის ჯანდაცვის სამინისტრო დღეს დამნაშავე. თუმცა ფსიქოლოგიური სამხახურების შექმნა ცენტრალიზებულად შესაძლებელია, რადგანაც ფიზიკურ რეაბილიტაციასთან ერთად, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაც, როგორც აღვნიშნე, დიდი პრობლემაა.

ამ დაავადების შემდგომ მართვაში ოჯახის ექიმის როლი მართლაც მნიშვნელოვანია, რეალურად მთელი სიმძიმე მათზე გადადის და მათ საინფორმაციო თუ ტექნიკური მხარდაჭერა უნდა ჰქოდეთ. მაგრამ ეს საქართველოში არ ხდება, რადგანაც ღარიბი ქვეყანა ვართ და ამასთანავე, ეს ჩვევებიც ჯერ არ გვაქვს.

- წამყვან ქვეყნებში ამ კუთხით როგორაა საქმე? განაგრძეთ კითხვა