"მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება კიდევ უფრო ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას საქართველოში" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება კიდევ უფრო ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას საქართველოში"

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავება საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო ზრდის.

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა Twitter-ზე დაწერა.

"მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება კიდევ უფრო ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას საქართველოში. მოვუწოდებ, "ქართულ ოცნებას" თავი შეიკავოს ყოფილი პრეზიდენტის დევნისგან და ზოგადად, აჩვენოს სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდაცია, რაც ასე საჭიროა", - წერს ევროპარლამენტარი.