"მელიას უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განვმარტავ..."
"ეს არის წმინდა ფორმალური კენჭისყრა - ჩვენ გაცხადებული გვქონდა, რომ ვინც შემოიტანს ინდივიდუალურად განცხადებას უფლებამოსილების შეწყვეტაზე, ყველას შეუწყდება. ამ შემთხვევაში არის თხოვნა უფლებამოსილების შეწყვეტის და ჩვენ ვალდებულები ვართ ის დავაკმაყოფილოთ",- ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დღეს დაგეგმილ კენჭისყრას, სადაც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი გადის.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, ფორმალური კენჭისყრის სხვაგვარად წარმოჩენა სპეკულაციაა.
"მელიას უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განგიმარტავთ შემდეგს - მელიამ სხვა დეპუტატებთან ერთად თავის დროზე მოგვმართა უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით, თუმცა, მაშინ ჩვენ ყველას ერთად ვუთხარით უარი მანდატების შეწყვეტაზე, რომ ქვეყანა დაგვეცვა საბოტაჟისგან. თუმცა, მას შემდეგ, რაც ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ თუ იქნებოდა ინდივიდუალური განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტაზე, ნებისმიერი ასეთი განცხადება დაკმაყოფილდებოდა. სამი დეპუტატი დაგვპირდა ასეთი განცხადების შემოტანას - მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია, თუმცა, აქედან მხოლოდ ერთმა ნიკანორ მელიამ შემოიტანა ეს განცხადება. პარლამენტი ვალდებულია განიხილოს ეს საკითხი და დღეს არის ბოლო ვადა. რა თქმა უნდა, ეს არის წმინდა ფორმალური კენჭისყრა, ერთი მარტივი მიზეზის გამო - ჩვენ გაცხადებული გვქონდა, რომ ვინც კი შემოიტანს ინდივიდუალურად ყველას შეუწყდება, ამ შემთხვევაში არის თხოვნა უფლებამოსილების შეწყვეტის და ჩვენ ვალდებულები ვართ ის დავაკმაყოფილოთ. ამ ფორმალური კენჭისყრის სხვანაირად წარმოჩენა არის იმ დონის სპეკულაცია, რომელზეც არ ვიცი, რა კომენტარი უნდა გავაკეთო,"- განაცხადა კობახიძემ.