რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მეუღლე მივიდა - კადრები ადგილიდან
საქართველოს ექსპრეზიდენტის, ამჟამად მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, ლიზა იასკო საქართველოშია. ის რამდენიმე წუთის წინ რუსთავის მივიდა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან. ციხეში შესვლამდე იაკოს კომენტარი არ გაუკეთებია.
მანამდე ექსპრეზიდენტი ადვოკატმა მოინახულა. ბექა ბასილაიას თქმით, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესების გამართვაზე უარს ამბობს.
"შეშინებული, სამარცხვინო ხელისუფლება უარზეა გამართოს მიხეილ სააკაშვილის პროცესები. ჩვენ გუშინვე ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, პროცესის ჩანიშვნა მოვითხოვეთ, აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის მოთხოვნით და იქიდან მივიღეთ პასუხი, რომ - ჩვენ ვადები არ გვაქვს და 10 ნოემბერს ჩავატარებთ პროცესს. ასევე, "პიჯაკების საქმეზე" მოვითხოვეთ პროცესის ჩანიშვნა და პასუხი არ მიგვიღია. დღეს ციხემ პროკურატურიდან მიიღო მოთხოვნა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს ზარის განხორციელების უფლება. მსჯავრდებულ პირებს ზარის განხორციელების უფლება არ ეზღუდება. ასეთ მოცემულობაში გვიწევს ბრძოლის გაგრძელება", - განაცხადა ბასილაიამ.
იხილეთ ვიდეო