თვითგამოცხადებული ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის გამოძიებაში დაეხმაროს
თვითგამოცხადებული ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის გამოძიებაში დაეხმაროს
თვითგამოცხადებული ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. გენერალური პროკურატურა საქართველოს ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავს. ამის შესახებ "უწყების" წარმომადგენელმა ინა სემიონოვამ განაცხადა.
ე.წ. გენერალური პროკურატურა ითხოვს, საქართველო დაეხმაროს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მონაწილეობის დადგენაში, საქმეში, რაც 2014 წლის თებერვალში, კიევში, თავისუფლების მოედანზე ადამიანთა დახვრეტას უკავშირდება.
"ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურა მიმართავს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს: ინფორმაციის დადგენის შემთხვევაში, რომელიც ეხება მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობას კიევში, თავისუფლების მოედანზე 2014 წლის თებერვალში სამოქალაქო პირთა და მილიციის თანამშრომელთა დახვრეტას, მიღებული მონაცემები მიაწოდოს ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურას", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მანამდე აღნიშნულმა დე ფაქტო უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ "საქმე" აღძრა.
"ინტერპრესნიუსი"