მსახიობი ამირან ქადეიშვილი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

მსახიობი ამირან ქადეიშვილი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

საქართველოს სახალხო არტისტი ამირან ქადეიშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.

ამირან ქადეიშვილს კინოსა და თეატრში შესრულებული აქვს სხვადასხვა როლები.

ის 1953-1985წწ. მოღვაწეობდა ოზურგეთის წუწუნავას სახელობის თეატრში და თეატრ "ძველი სახლის" სცენაზე.

1970 წლიდან მუშაობს კინოში, სხვადასხვა ჟანრის ფილმებში. მის მიერ შესრულებული როლებია: ნიკოია ("სემირამიდას ბაღები"), კვეგვე ტარბა ("მთვარის მოტაცება"), კურა-მუჰამედი ("ციმბირელი პაპა") , ჭოლა ("პირველი მერცხალი"), ნიკო ("გაქცევა გათენებისას"), ხირხალა ("სიყვარული ყველას უნდა"), კობიძე ("სახლი ლესნაიაზე"), ერმილე მამალაძე ("მევლუდი").

მონაწილეობს ფილმებში: "კავკასიის ტყვე", "როგორ ვიცხოვრო უშენოდ", "თბილისი, პარიზი, თბილისი", "ჟამი მოქცევის", "სათნოებათა კიბე" და სხვა.

2018 წელს ამირან ქადეიშვილს გადაეცა ჯილდო "ხელოვნების ქურუმი".

მსახიობის ოჯახის ახლობელმა ამირან თოიძემ ambebi.ge-სთან საუბარში განაცხადა:

- ბატონი ამირანის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი არ ყოფილა, გარდაცვალების მიზეზი სეფსისი იყო, სისხლი მოეწამლა. სამი-ოთხი დღე იწვა სააავამდყოფოში. ასაკთან შედარებით კარგად იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში ცოტას ავადმყოფობდა.

მსახიობი ოზურგეთში დაიბადა, გადაღებულია ოცამდე ფილმში, თუმცა მაყურებელმა განსაკუთრებულას ფილმში "სიყვარუილი ყველას უნდა" შესრულებული როლის გამო შეიყვარა. კახელი "ხირხალა" მის ცხოვრებაში გამორჩეულ როლად იქცა...