სოფელ ნოსირში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგან არავინ დაშავებულა.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროსადენს გაუჩნდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს" მერის წარმომადგენელმა გოგა ქორიძემ განუცხადა, მერია ბოხუების ექვსსულიან ოჯახს დაეხმარება.
ადგილზე რამდენიმე სახანძრაო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.