"სტუდენტობის პერიოდიდან ვიყავით შეყვარებულები... უფროსი შვილი პირველად ცოტა დაიბნა, როდესაც ვახომ მეორე ცოლი მოიყვანა - შენ ხომ დედაჩვენი იქნებიო"
ჟურნალისტმა მარიკა ბაკურაძემ "იმედის დღის" ეთერში ვახო სანაიასთან განქორწინების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ კარგი ურთიერთობის შენარჩუნება მოახერხეს: "ეს ჩემი დედამთილისა და მამამთილის დამსახურებაა, ისინი არაჩვეულებრივი ადამიანები არიან. 17 წელია, ამ ოჯახთან მაქვს ურთიერთობა და მათგან დიდ ზრუნვას და ყურადღებას ვგრძნობ. ამ სიყვარულსა და ურთიერთობას ვერაფერი გაწყვეტდა, რაც უნდა მომხდარიყო ჩემსა და ჩემს ყოფილ მეუღლეს შორის" - ამბობს მარიკა ბაკურაძე.
როგორც მარიკა ბაკურაძემ თქვა, მას და ვახო სანაიას ერთმანეთი სტუდენტობის დროს შეუყვარდათ: "სტუდენტობის პერიოდიდან ვიყავით შეყვარებულები. ასეთ ასაკში ვერ ხვდები, რომ ოჯახი პასუხისმგებლობას უკავშირდება. 21 წლის ვიყავი, როდესაც ჩვენი პირველი შვილი დაიბადა. როდესაც მე და ვახო განვქორწინდით, ჩვენი შვილები 2 და 3 წლის იყვნენ. ვფიქრობ, ამ ასაკში უფრო ადვილი იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, ვიდრე ახლა იქნებოდა, მათი თინეიჯერობის ასაკისას" - განმარტავს ის.