"ბათუმში ჩამონგრეული კორპუსი ნამდვილად ჩემია - დედა კარგადაა"
როგორც ცნობილია, დღეს ბათუმში სადარბაზო ჩამოინგრა და ნანგრევებში ჯერ კიდევ ეძებენ ადამიანებს. როგორც გაირკვა, ერთ-ერთი ბინა ამ კორპუსში მომღერალ ლაშა ღლონტის იყო და იქ მისი დედა იმყოფებოდა:
"ბათუმში ჩამონგრეული კორპუსი ნამდვილად ჩემია, დიდი მადლობა ყველას თანაგრძნობისათვის!!! მაპატიეთ ვერ ვპასუხობ ყველა ზარს!!! დედა კარგადაა. ვილოცოთ ყველას გადარჩენისთვის", - წერს ლაშა ღლონტი სოციალურ ქსელში.