"ბავშვობიდან არამხოლოდ მამა, არამედ ჩემი მთავარი მკურნალი იყავი" - მიხეილ სააკაშვილი მამას პასუხობს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით მამამისის მოწოდებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ახლა შიმშილობა ბრძოლის ერთადერთი ფორმაა.
"ნიკა, ძვირფასო, ბავშვობიდან არამხოლოდ მამა, არამედ ჩემი მთავარი მკურნალი იყავი. სამწუხაროდ, შიმშილობა ჩემთვის არის ბრძოლის ერთადერთი ფორმა, რომელიც ამ რეჟიმმა დამიტოვა. ახლა ბრძოლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი თავი და ჯანმრთელობა. ვაფასებ შენ მამობრივ ზრუნვას, მაგრამ მგონი იცი, რომ სანახევროდ არასდროს არაფერს ვაკეთებ", - წერს სააკაშვილი მიმართვაში, რომელიც ციხიდან „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ, სააკაშვილის მონახულების შემდეგ გამოიტანა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი შვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
როგორც ნიკოლოზ სააკაშვილის სოციალურ ქსელში წერს, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა „უკვე მტრის წისქვილზე ასხამს წყალს“ და ენერგია შემდგომი ბრძოლისთვის უნდა მოიკრიფოს.
"ინტერორესნიუსი"