"ახლა ვხვდები, რომ მე თინათინი არ გამიზრდია...თინათინის მეუღლეს რომ ვუყურებ, მრცხვენია" - რას ამბობს შვილიშვილზე ლევან წულაძე? - კვირის პალიტრა

"ახლა ვხვდები, რომ მე თინათინი არ გამიზრდია...თინათინის მეუღლეს რომ ვუყურებ, მრცხვენია" - რას ამბობს შვილიშვილზე ლევან წულაძე?

ერთი თვის წინ ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას ქალიშვილი თინათინ წულაძე პირველი შვილის დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, გიორგი კოტეტიშვილს, ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ანდრო დაარქვეს. შვილიშვილის დაბადებით გამოწვეული სიხარულის შესახებ მანანა კოზაკოვამ და ლევან წულაძემ "დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ისაუბრეს:

"ძალიან ვნერვიულობ, მეშინია, ახლოს ვერ ვეკარები ჯერ. მგონია, რომ რაღაცას გავაფუჭებ... სულ რამდენიმეჯერ დამაწვინეს გულზე. ახლა ვხვდები, რომ მე თინათინი არ გამიზრდია, როცა ვუყურებ, რამდენი ყურადღება სჭირდება ბავშვს. განსაკუთრებით, თინათინის მეუღლეს რომ ვუყურებ, მრცხვენია.

სულ ერთად არიან და მიდის ერთი ამბავი. მე მორიდებული დამკვირვებლის როლში ვარ“ - ამბობს ლევან წულაძე.

შვილიშვილის შესახებ ისაუბრა მანანა კოზაკოვამაც: „ბებიობა დედობისგან განსხვავებული ემოციაა, ცხადია, მაგრამ, რომ ამბობენ, გაჩნდება შვილიშვილი და ყველაფერი შეიცვლებაო, მართლა ასეა. იმის გაცნობიერება, რომ შენს შვილს უკვე ჰყავს შვილი და გახდა დედა, არის საოცრება. ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა, ბებიებს შვილიშვილები იმიტომ უყვართ, რომ მათ შვილებს კარგად აწამებენო. ანდროზე ამას ვერ ვიტყვი... მე ვცდილობ, რომ გვერდით ვყავდე თინათინს და დავეხმარო. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი დედაა და არც მაკარებდა თავიდან“ - იხსენებს მანანა კოზაკოვა.

როგორც თინათინ წულაძემ თქვა, მშობიარობას მისი მეუღლე დაესწრო: „ანდროს მამა დაესწრო მშობიარობას. ემოციებს თვითონ უფრო კარგად მოჰყვება, მაგრამ მე მახსოვს, რამდენად მნიშვნელოვანი

იყო მისი ჩემ გვერდით ყოფნა. ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც მინდოდა, რომ იქ ყოფილიყო და ენახა ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ ეს ჩვენი სიყვარულის ზეიმი იყო“ – ამბობს თინათინი. იხილეთ სრულად