მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ორი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს - გარდაცვლილია დედა და მისი 12 წლის შვილი
ბათუმში, მაშველებმა ნანგრევებმა კიდევ ორი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. გარდაცვლილები დედა-შვილი არიან. როგორც ცნობილი იყო ნანგრევებში მოყოლილი იყო 12 წლის მოზარდი, რომელიც სახლში ონლაინ-გაკვეთილებს ესწრებოდა, რა დროსაც ნგრევა მოხდა.
ამ დროისთვის გრძელდება კიდევ 1 მოქალაქის სამძებრო სამუშაოები.
შეგახსენებთ, რომ კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად გარდაიცვალა 8 ადამიანი, ნანგრევებიდან ამოყვანილი 1 ადამიანი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი, ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ადგილზე საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის უცნობია კიდევ რამდენი ადამიანი იმყოფება ნანგრევების ქვეშ.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე დააკავა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა.