ბათუმში, კორპუსის სადარბაზოს ნგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვია
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის სადარბაზოს ნგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, სამი ბავშვია.
"9 გარდაცვლილია და 2 ცოცხალი გადარჩა. გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია - 12, 7 და წლის და 3 ბავშვი.
მომხდარზე გამოძიება გრძელდება", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 4 ერთი ოჯახის წევრია. რაც შეეხება 36 წლის მამაკაცს, რომელიც მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან გუშინ, რამდენიმე საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ამოიყვანეს, კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა. ასევე მაშველებმა გადაარჩინეს არასრულწლოვანი, რომელიც ნგრევის დროს მანქანაში იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბათუმში, კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის მითითებით სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია. დაკავებულია ბინის მეპატრონე და ორი მუშა.
იხილეთ ვიდეო