"მარტო მისამძიმრებითა და ჭირის გაზიარებით გულს ვერ მოვიოხებთ, ვერც ტკივილს დავადებთ საჭირისუფლო ფასს" - რას წერს მწერალი ტარიელ ხარხელაური ბათუმის ტრაგედიაზე
მწერალი ტარიელ ხარხელაური ბათუმის ტრაგედიას, რომელმაც 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სოციალურ ქსელში ემოციური სიტყვებით ეხმაურება:
"ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, მარტო მისამძიმრებითა და ჭირის გაზიარებით გულს ვერ მოვიოხებთ, ვერც ტკივილს დავადებთ საჭირისუფლო ფასს, თუ ეს სატკივარი მთელი ქვეყნის სატკივრად, თითოეული ჩვენგანის სულის ტკივილად არ ვაქციეთ. ასეთი შემზარავი ტკივილის დროს, არც მხოლოდ ცრემლის დენაა ჭირის განსაკურნებლად საკმარისი. ეს ჭირისუფალთა დასაიმედებლად ნათქვამი სიტყვა არის და არც სანუგეშებლად აქვს დიდი მანძილი. ეს ჩემი და ჩემი ოჯახის განუკურნებელი სატკივარია, რომელსაც თუ რაიმე ტკივილისა გაიგება, სრულად ვგრძნობთ... თავს უფლებას ვაძლევ, ჩემი ოჯახის სახელით, აჭარასა და სრულიად საქართველოს მივუსამძიმრო... დარწმუნებული ვარ, რომ ამ ჭირში მაინც ერთიანნი ვიქნებით..." - წერს მწერალი.
ბათუმში, 8 ოქტომბერს, კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი.