ბათუმში მკვლელობა მოხდა - დაჭრილია მოკლულის ძმაც - კვირის პალიტრა

ბათუმში მკვლელობა მოხდა - დაჭრილია მოკლულის ძმაც

ბათუმში მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია მისი ძმაც

8 ოქტომბერს ბათუმში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ძმებს ესროლეს. ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაიჭრა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა ფიროსმანის ქუჩაზე მოხდა. ძმებს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მეზობელმა ესროლა.

"ინციდენტში მონაწილე პირები პოლონეთში ერთად იყვნენ სამუშაოდ წასული. ახლახანს დაბრუნდნენ უცხოეთიდან. როგორც ჩვენ გავიგეთ, მეზობელმა ძმები მათივე სახლში ჩაცხრილა. კონფლიქტი, სავარაუდოდ, თანხას უკავშირდება",- აცხადებს "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ერთ - ერთი მეზობელი.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.