"27 წლის ფოტოგრაფს, რომელიც გორში ავარიას ემსხვერპლა, ორსული მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა"
კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა გორში, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. გორი-იგოეთის მონაკვეთზე ქორწილის კორტეჟის ერთ-ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
ერთი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი კლინიკაში. კიდევ ორი დაშავებული კი მძიმე ხარისხის დაზიანებებით საავადმყოფოშია და ოპერაცია უტარადება.
გარდაცლილები არიან 18 წლის თაზო მურადაშვილი და 27 წლის ფოტოგრაფი მიშო ვანიშვილი. ამ უკანასკნელს ორსული მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
ვანიშვილთან დაკაშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო:
"გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტომ, ძალიან მძიმე დანაკლისი განიცადა. დღეს, ავტოსაგზაო შემთხვევისას, ჩვენი ნიჭიერი, კეთილშობილი და შრომის მოყვარე თანამშრომელი - მიშო ვანიშვილი დაიღუპა.
ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარდა თავისი საქმე და გამუდმებით ზრუნავდა პროფესიული თვალსაზრისით განვითარებაზე. ზრუნავდა ოჯახზე, მეგობრებზე და ცდილობდა გვერდში დადგომოდა ყველას, რითაც ხელეწიფებოდა.
მისი გარდაცვალებით, ჩვენ გულკეთილი ადამიანი, კარგი მეგობარი და მაღალი დონის პროფესიონალი დავკარგეთ. ვუსამძიმრებთ მიშო ვანიშვილის ოჯახს და ახლობლებს, ამ ძალიან მძიმე და აუნაზღაურებელ დანაკლისს.... დაუმკვიდროს ღმერთმა სასუფეველი ჩვენს მიშოს" - ნათქვამია განცხადებაში.