"არასწორი ქმედებებით პირველი პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია დავკარგეთ, რაც არის დაღი... ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ის მძიმე დარტყმა არ განმეორდეს" - კვირის პალიტრა

"არასწორი ქმედებებით პირველი პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია დავკარგეთ, რაც არის დაღი... ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ის მძიმე დარტყმა არ განმეორდეს"

"ჩვენ არასწორი ქმედებებით და მიდგომებით დავკარგეთ ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რაც არის დაღი ჩვენი სახელმწიფოს უახლოეს ისტორიაში. დღეს ისევ არის საშიშროება, საფრთხე შეექმნას ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რაც ყოვლად მიუღებელია", - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია "ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

დავიათაია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ გამოიყენონ ყველა სამართლებრივი გზა და კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოაქციონ ყველა გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რათა "ქვეყანას ააცილონ მძიმე დარტყმა".

"მძიმეა ის სიტუაცია, რაც არის დღეს შექმნილი მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მისაღები არ არის და ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს ის ფორმა, რა ფორმითაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სახელმწიფოში შემოვიდა, მაგრამ მძიმეა ის მდგომარეობა, რაც არის დღეს შექმნილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, სამართალდამცავ ორგანოებს გამოიყენონ ყველა სამართლებრივი გზა და კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოაქციონ ყველა გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რათა ააცილონ ქვეყანა იმ მძიმე დარტყმას, რაც ქართულმა სახელმწიფომ მიიღო პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სახელმწიფომ ეს დარტყმა მეორედ არ მიიღოს", - განაცხადა დავითაიამ.