"არც კი განგვიხილავს მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის საკითხი, იმდენად ნათლად საუბრობს"
არც კი გვისაუბრია და განგვიხილავს საავადმყოფოში გადაყვანის საკითხი, იმდენად მკაფიოდ და ნათლად საუბრობს, რომ ჩვენი ბრძოლა ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი მორალურად იმდენად მტკიცედაა, რომ შიმშილობის ნეგატიური ეფექტები მასთან კომუნიკაციისას არ იგრძნობა.
"ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ შიმშილობის ყოველი დღე უკავშირდება ახალ სირთულეებს. ამავდროულად, შიმშილობის ყოველი დღე უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის სიმტკიცეს და მორალურ მხნეობას. მორალურად არის იმდენად მტკიცედ, რომ შიმშილობის ნეგატიური ეფექტები მასთან კომუნიკაციისას არ იგრძნობა. არც კი გვისაუბრია და განგვიხილავს საავადმყოფოში გადაყვანის საკითხი, იმდენად მკაფიოდ და ნათლად საუბრობს, რომ ჩვენი ბრძოლა ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი", - აღნიშნა ბასილაიამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ექიმი ყოფილი პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. მისი თქმით, სააკაშვილს ყოველ წუთს შეიძლება დასჭირდეს კლინიკაში გადაყვანა, რადგან ციხის სამედიცინო პუნქტი არ არის აღჭურვილი, რომ სერიოზული რეანიმაციული მკურნალობები ჩაატაროს.