"კლავენ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს! ვუშველოთ - ამას მოგიწოდებთ ის კაცი, რომელსაც ბევრი უბედურება გადამიტანია"
თაკო ჩარკვიანის მეუღლე - ბიზნესმენი ჯონი გიგანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს ექსპრეზიდენტის დაცვისკენ მოუწოდებს:
"მე ვთხოვ "ნაცმოძრაობის" ლიდერებს, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხეშია, ფიზიკური განადგურების საფრთხე რეალურია და ამიტომ, მოგიწოდებთ იმოქმედოთ მისი ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის.
მოვუწოდეთ ხალხს ქუჩაში გამოვიდეს, რომ დაინახოს მსოფლიომ მისი დატყვევების შესახებ, მოგიწოდებთ "ნაცმოძრაობის" ლიდერებს დროზე იმოქმედოთ, თორემ მერე გვიანი იქნება, ყველა წამი და წუთი მიგაქანებთ პოლიტიკური კრახისკენ, ქვეყნის მოსახლეობას კი მოვუწოდებ, ვუშველოთ მესამე პრეზიდენტს, რომ არ ვიყოთ ისტორიის სანაგვეში შემდეგი წლები რაც იარსებებს ქვეყანა, როგორც საქართველო, ამას მოგიწოდებთ ის კაცი, რომელსაც ბევრი უბედურება გადამიტანია ბოლო ოცდაათი წელი, თუ რამე დამეჯერება, კლავენ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, ვუშველოთ მერე დაგვიანებული იქნება, ისევ და ისევ მოვუწოდებ ნაც მოძრაობის ლიდერებს მიხედეთ მესამე პრეზიდენტ მიშა სააკაშვილს...!!!", - წერს გიგანი.