"ჩვენი პრიორიტეტი, როგორც ოჯახის, არის ის, რომ ვიხილოთ მიშა ჯანმრთელი, თავისუფალი" - რას ამბობს მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟი
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მივიდნენ დედა, გიული ალასანია და შვილები, ნიკოლოზ და ედუარდ სააკაშვილები.
"მნიშვნელოვანია, რომ მეათე დღეს მე და ნიკუშას მოგვეცა ნახვის საშუალება, ამას დიდი ხანი ველოდით. ჩვენი პრიორიტეტი, როგორც ოჯახის, არის ის, რომ ვიხილოთ მიშა ჯანმრთელი, თავისუფალი და აქვე მადლობას მოვახსენებთ მათ, ვინც ამ მიზანს იზიარებს", - აცხადებს ედუარდ სააკაშვილი.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.