"სწორედ მელია და მე ვიქნებით ქართველ ხალხთან ერთად რომ გამოგყრით მაგ კაბინეტებიდან" - მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს - კვირის პალიტრა

"სწორედ მელია და მე ვიქნებით ქართველ ხალხთან ერთად რომ გამოგყრით მაგ კაბინეტებიდან" - მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს

სწორედ მელია და მე ვიქნებით ქართველ ხალხთან ერთად რომ გამოგყრით მაგ კაბინეტებიდან , - ასე პასუხობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, სააკაშვილის დაჭერა ყველაზე მეტად ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას გაუხარდა.

მიხეილ სააკაშვილის წერილი ჟურნალისტებს ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკა ხერხეულიძემ გააცნო.

როგორც სააკაშვილი წერილში აღნიშნავს, ნიკა მელიასთან ერთად ქვეყანას უმოკლეს დროში იხსნიან.

,,ბინძური მოშეს ახალი "მესიჯბოქსია", რომ მელიას გაუხარდა მიშას დაჭერა. სწორედ მელია და მე ვიქნებით ქართველ ხალხთან ერთად რომ გამოგყრით მაგ კაბინეტებიდან, უმოკლეს დროში ვიხსნით ქვეყანას ერთად მე და მელია”, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს 6 წელი მოუწევს ციხეში ყოფნა. მისივე თქმით, სააკაშვილის დაჭერა ყველაზე მეტად ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას გაუხარდა.

"ინტერპრესნიუსი"