"კანონმდებლობა იდეალურია - პრობლემა, როგორც წესი, აღსრულების ნაწილშია"
"კანონი, ამ მიმართულებით იდეალურია, პრობლემა არის აღსრულება"- უჩა ზაქაშვილი კორპუსებში მზიდი კედლების მოშლაზე
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ, განსაკუთრებით აქტიური გახდა საკითხი, რამდენად უსაფრთხოა მრავალბინიანი სახლები საქართველოში. საკითხზე "ბიზნესპრესნიუსთან" სამართლის დოქტორმა და სამშენებლო სამართლის ლექტორმა უჩა ზაქაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, მთავარი პრობლემა კანონის ადმინისტრირებაა.
"ბათუმში, ამ ეტაპზე რაც ჩანს, პრობლემა იყო მზიდი კედლების მოშლა, რასაც ქართული კანონმდებლობა არეგულირებს. მეტიც, ამ მხრივ, კანონმდებლობა იდეალურია. პრობლემა როგორც წესი, აღსრულების ნაწილშია. ერთის მხრივ, არ ხდება სათანადო ადმინისტრირება და მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანი ფაქტორია, რა კომპეტენცია და ცოდნა აქვთ ინსპექტორებს, რომლებიც ამოწმებენ. ეს არის საკმაოდ საეჭვო, რადგან მუნიციპალიტეტი მათ გადარჩევას არ ახდენს და არც არანაირი ზემოქმედების ბერკეტი არ არსებობს, მათი არაკვალიფიციურობის შემთხვევაში", განაცხადა ზაქაშვილმა. განაგრძეთ კითხვა