"ცხოველების ფერმა" არის ის სახე, რისკენაც მიჰყავს ივანიშვილს ქვეყანა, თვითონაც თქვა, რომ ეს ნაწარმოები იყო მისთვის შთაგონების წყარო"
"მეორე ტურში გასული ოპოზიციური კანდიდატებისთვის ხმის მიცემა არის საკუთარი მომავლისთის ხმის მიცემა და არა მხოლოდ პარტიებისთვის, ეს იქნება ივანიშვილის რეჟიმის მორღვევის ლეგიტიმური საფუძვლის შექმნა", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ქუთაისში იმერეთის რეგიონალურ გუნდთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, მეორე ტურში ნებისმიერ დიდ ქალაქში მარცხი, "ივანიშვილის რეჟიმისთვის იქნება ისეთი ბზარი, რომელიც მისცენთ საყრდენს, რომ ეს რეჟიმი მშვიდობიანად ჩამოაცილონ ხელისუფლებას".
"ჩვენ გვქონდა შეკრება იმერეთის ყველა რაიონის ლიდერთან მეორე ტურის წინ, ჩვენი ამოცანა არის მათ შორის სატირული პოსტერების მეშვეობითაც, პირდაპირი კომუნიკაციით ჩვენს 30 000 მხარდამჭერს და მათ ვინც ახლოს არის ჩვენს შეხედულებებთან ვუთხრათ, რომ მეორე ტურზე მისვლა და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ხმის მიცემა არის მათი ფუნდამენტური ინტერესი, არა მათი ვინც მეორე ტურშია მხოლოდ. ნებისმიერ დიდ ქალაქში მარცხი ივანიშვილის რეჟიმის იქნება ისეთი ბზარი, რომელიც მოგვცემს საყრდენს, რომ ეს რეჟიმი მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას და მოვიპოვოთ ვადამდელი არჩევნები. ესაა ის ამოცანა, რასაც შეგვიძლია, რომ მივაღწიოთ თუ იქნება მაღალი აქტივობა მეორე ტურში. "ცხოველების ფერმა" არის ის სახე, რისკენაც მიყავს ივანიშვილს ქვეყანა, თვითონაც თქვა, რომ ეს ნაწარმოები იყო მისთვის შთაგონების წყარო, ეს უნდა შევახსენოთ მას ყველანაირი პოლიტიკური კუთვნილების გარეშე, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს თვითონ უნდა ჰქონდეთ შანსი თავად განსაზღვრავდნენ საკუთარ მომავალს და მიისწრაფვოდნენ საკუთარი ბედნიერებისკენ. მეორე ტურში გასული ოპოზიციური კანდიდატებისთვის ხმის მიცემა არის საკუთარი მომავლისთის ხმის მიცემა და არა მხოლოდ პარტიებისთვის, ეს იქნება ივანიშვილის რეჟიმის მორღვევის ლეგიტიმური საფუძვლის შექმნა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
"ინტერპრესნიუსი"