"სამეზობლოში, ფასები ყველაზე სწრაფად საქართველოში იზრდება, თურქეთის შემდეგ"
საქართველოში ფასების დონის სწრაფი ტემპით ზრდა სექტემბერშიც გაგრძელდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის სექტემბერში წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 12.3% შეადგინა. ეროვნული ბანკის მიზანი კი არის ინფლაციის მიზნობრივ, 3%-იან ნიშნულზე დაბრუნება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ინსტიტუტი უკვე წლებია, რაც ინფლაციის მოთოკვას ვერ ახერხებს.
ქვეყანაში ინფლაცია 12.3% კი არის, თუმცა მოცემულ ერთწლიან პერიოდში ფასები ყველაზე მნიშვნელოვან სასაქონლე ჯგუფზე გაცილებით სწრაფად გაიზარდა:
ტრანსპორტი - ზრდა 20.3%
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - ზრდა 15.9%
ავეჯი და საოჯახო ნივთები - ზრდა 12.6%
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა ზრდა 12.5%
უნდა აღინიშნოს, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის, თურქეთის შემდეგ ფასები ყველაზე სწრაფად საქართველოში იზრდება.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, 2021 წლის ივნისში თურქეთში ინფლაციის წლიურმა დონემ 19.6% შეადგინა. ხოლო იმ ჯგუფების ჩამონათვალი, სადაც ფასები ყველაზე სწრაფი ტემპით გაიზარდა, ასე გამოიყურება: განაგრძეთ კითხვა "ბიზნესპრესნიუსზე"