აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოში ჩამოდის
აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოს ეწვევა, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.
"თავდაცვის მდივანი და მისი გუნდი მომდევნო კვირაში ევროპაში ვიზიტისთვის ემზადებიან. თავდაცვის მდივანი საქართველოს, უკრაინასა და რუმინეთს ეწვევა,"- განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალით დასრულდება.
ჯონ კირბის ვიზიტის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია.