"მატყუარები", "ნაბიჭვრები"... ზელენსკის მაქსიმალური შეურაცხყოფა და მინიშნება მის ებრაულ წარმოშობაზე - მედვედევის წერილი, რომლის უკანაც პუტინის ავი ზრახვები იკითხება - კვირის პალიტრა

"მატყუარები", "ნაბიჭვრები"... ზელენსკის მაქსიმალური შეურაცხყოფა და მინიშნება მის ებრაულ წარმოშობაზე - მედვედევის წერილი, რომლის უკანაც პუტინის ავი ზრახვები იკითხება

დასავლური მასმედია აქტიურად განიხილავს და აანალიზებს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ექსპრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის სტატიას, რომელიც გაზეთ "კომერსანტში" (КоммерсантЪ) 11 ოქტომბერს გამოქვეყნდა, სათაურით: "რატომ არ აქვს აზრი კონტაქტებს უკრაინის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან". რუსეთის ექსპრეზიდენტი ცდილობს ხუთი თეზისით განმარტოს, თუ რატომ არ უნდა ელაპარაკოს რუსეთი უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას.

პირველი - უკრაინის ხელმძღვანელები უბედური ადამიანები არიან. ისინი თვითიდენტიფიცირების ძიებაში რაღაც ახალ ისტორიებს თხზავენ, მათი პრეზიდენტი კი, რომელსაც "განსაზღვრული ეთნიკური ფესვები აქვს", იძულებულია ლავირება მოახდინოს სხვადასხვა ძალებს შორის და საცირკო სალტე-მორტალე შეასრულოს", ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით.

მეორე - უკრაინის ხელმძღვანელობა სუვერენულად ვერ მოქმედებს, მთავრობა უცხოეთიდან იმართება, ოფიციალური კიევი მთლიანად აშშ-ზეა დამოკიდებული. ამერიკისთვის უკრაინა რუსეთის საწინააღმდეგო ინსტრუმენტს წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენთვის ამერიკის ვასალთან საქმის დაჭერა უაზრობაა. საქმე უნდა გავარკვიოთ ვასალის უფროსთან - აშშ-სთან.

მესამე - უკრაინის დღევანდელი ხელმძღვანელობა დაინტერესებულია მხოლოდ პირადი გამდიდრებით და საერთოდ არ ფიქრობს სახელმწიფოს ინტერესებზე. ესე იგი, მასთან დიალოგის დაწყება რუსეთისათვის კონსტრპროდუქტიულია.

მეოთხე - უკრაინის ხელმძღვანელები არასანდო და უპასუხისმგებლო ხალხია, მათ შეუძლიათ ყოველწუთს დაარღვიონ მიცემული სიტყვა, უღალატონ დაპირებას, ყოველ წუთს მზად არიან შეცვალონ პოლიტიკური კურსი .

მეხუთე - სტატიაში დასმულია რიტორიკული კითხვა თითქმის ნიკოლაი ჩერნიშევსკისებურად: "რა ვაკეთოთ?", რაზედაც დიმიტრი მედვევდევი ამომწურავად პასუხობს: "არაფერი. უბრალოდ, უნდა დაველოდოთ იმ დროს, როცა უკრაინას მეტ-ნაკლებად შერაცხადი ხელისუფლება ეყოლება, რომელიც მზად იქნება ურთიერთხელსაყრელი დამოკიდებულება ჰქონდეს რუსეთთან: "რუსეთს მოთმენა შეუძლია, ჩვენც მოვითმენთ". გააგრძელეთ კითხვა