ბათუმში ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის მიზნით, საქართველოში მოქმედმა კომპანიებმა შესაბამისი ფინანსური რესურსის გამოყოფის სურვილი გამოთქვეს
ბათუმში, 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა თანადგომისა და მხარდაჭერის მიზნით, საქართველოში მოქმედმა კომპანიებმა, სახელმწიფოსთან თანამშრომლობისა და შესაბამისი ფინანსური რესურსის გამოყოფის სურვილი გამოთქვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკვე გახსნილია შესაბამისი ანგარიში: მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300693271, დანიშნულება: ბათუმის ტრაგედიით დაზარალებულთა დასახმარებლად.
"შემოსული თანხა ტრაგედიით დაზარალებულ პირთა საჭიროებებისთვის იქნება მიმართული. კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულია 53 ოჯახი, რომელთაგანაც 23-მა ოჯახმა მიმართა დახმარებისთვის ბათუმის მერიას-ყველა მათგანი უზრუნველყოფილია დროებითი თავშესაფრითა და სამჯერადი კვებით. ოჯახებს ასევე გადაეცათ პირველადი საჭიროების ნივთები და მედიკამენტები. დაზარალებულები მერიის სერვისცენტრის წარმომადგენლებთან მუდმივ კომუნიკაციასა და მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა დაზარალებულ ოჯახებს ბინებსა და კომპენსაციას გადასცემს. დამატებით, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 90 ათასი ლარი უკვე გამოიყო",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.