მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრი პარლამენტის წევრებს, ჯანდაცვის მინისტრს და სახალხო დამცველს ხვდება - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრი პარლამენტის წევრებს, ჯანდაცვის მინისტრს და სახალხო დამცველს ხვდება

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პარლამენტის წევრებს, ჯანდაცვის მინისტრს და სახალხო დამცველს ხვდება. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში ამ წუთებში მიმდინარეობს.

შეხვედრაზე იმსჯელებენ იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებაზე, რომ განხორციელდეს მონიტორინგი მსჯავრდებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის შესახებ.

ცნობისთვის, გუშინ იუსტიციის სამინისტრომ ჯანდაცვის მინისტრს მიმართა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და ანალიზის მიზნით ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი გამოიყოს. სამინისტრო თანამშრომლობის თხოვნით მიმართავდა სახალხო დამცველსაც.

"ინტერპრესნიუსი"