"რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია, რა თქმა უნდა, მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში" - კვირის პალიტრა

"რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია, რა თქმა უნდა, მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში"

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას ეხმაურება. როგორც პრემიერი განმარტავს, სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია დასამთავრებელი აქვს.

"ჩვენ სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია დასამთავრებელი გვაქვს და ეს რა თქმა უნდა, მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის დისკუსიის 54-ე რაუნდს ეხმაურება, რომელიც ჟენევაში 12-13 ოქტომბერს გაიმართა.

"რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, რუსული მხარის შეთავაზებაა დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი მათი შემდგომი დემარკაციით. ამაში მოსკოვს აქტიურად უჭერენ მხარს სოხუმი და ცხინვალი",- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"