"ახლა ასეთი ნახტომისებური ზრდა არის "მეხუთე ტალღის" დასაწყისი"
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის მოსაზრებით, კორონავირუსის შემთხვევების ასეთი ნახტომისებური ზრდა არის "მეხუთე ტალღის“ დასაწყისი.
როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო დღეებში შემთხვევების კიდევ უფრო გაზრდაა მოსალოდნელი.
"სამწუხაროდ, ბოლო დღეებში დაფიქსირდა ნახტომისებური ზრდა ახალი შემთხვევების. სულ რაღაც 3-4 დღეში 2 ათასიდან 5 ათასამდე აიწია. მართალია, დღეს 3200-ია, მაგრამ სავარაუდოდ, გუშინდელი დასვენების დღის გამო. მოსალოდნელია, რომ შემდეგ დღეებში ისევ მოიმატოს. ვართ არა მეხუთე ტალღის ზღვარზე? - ამ სახელების დარქმევა გარკვეულწილად პირობითია. ზუსტად არავინ იცის სად გათავდა "მესამე ტალღა“, სად გათავდება მეოთხე და როდის დაიწყება "მეხუთე ტალღა“. დიახ, მე ვიტყოდი, რომ რამდენადაც "მეოთხე ტალღის“ შემდგომ იყო მნიშვნელოვანი კლება, როდესაც 1000-დან 2000-მდე შემთხვევა იყო, სიკვდილობის მაჩვენებელი კი, 80-დან 23-26-მდე ჩამოვიდა, ჩავთვალოთ, რომ "მეოთხე ტალღა“ გადავიარეთ მაშინ და ახლა ასეთი ნახტომისებური ზრდა არის "მეხუთე ტალღის“ დასაწყისი“, - განაცხადა ცერცვაძემ.
"ინტერპრესნიუსი"