საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5076 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - როგორია განაწილება რეგიონების მიხედვით
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 62 994 კვლევა ტესტით, მათ შორის 41 001 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 993 PCR ტესტით.ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 076 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 657 753-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.06%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.04% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.77%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 126 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 609 987.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 440 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 076 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 599 შემთხვევა, აჭარა - 159, იმერეთი - 1 028, ქვემო ქართლი - 309, შიდა ქართლი - 387, გურია - 144, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 435, კახეთი - 720, მცხეთა-მთიანეთი - 137, სამცხე-ჯავახეთი - 85, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 73.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 38 300 საიდანაც:
5 176 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 717, აჭარაში - 475, იმერეთში - 1 275.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 180 პირი, მათ შორის, თბილისში - 389, აჭარაში - 74, იმერეთში - 416. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 252 პირი, მათგან თბილისში - 131, აჭარაში - 15, იმერეთში - 24.
922 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 473 - თბილისში, 241 - აჭარაში.
32 202 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 59 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 59, ხოლო აჭარაში - 0.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 15 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 257 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 386 ადამიანი.