რეპერ ქანიე უესტისა და "ბალენსიაგას" "სიყვარულის ამბავი" გრძელდება - უჩვეულოდ გამოწყობილი უესტი ამჯერად ვენეციაში გამოჩნდა
რეპერ ქანიე უესტისა და "ბალენსიაგას" "სიყვარულის ამბავი" გრძელდება. უჩვეულოდ გამოწყობილი უესტი ამჯერად ვენეციაში გამოჩნდა.
მას ეცვა შავი სამოსი, ჩექმა და სახე თეთრი ნიღბით ჰქონდა დაფარული. ქანიეს ყურებიც კი არ უჩანდა. ასე გამოწყობილი ის ჯერ ვენეციის აეროპორტში შენიშნეს,
საღამოს კი უკვე კონცერტიც გამართა, სადაც განსხვავებული სამოსი ეცვა, თუმცა ნიღაბი სცენაზეც ეკეთა.
აღსანიშნავია, რომ "ბალენსიაგას" კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია ქანიე უესტისა და მისი ყოფილი ცოლის, კიმ კარდაშიანის შთაგონების წყაროა და ბოლო დროს ისინი საზოგადოების გაოცებას სწორედ გვასალიას მიერ შექმნილი სამოსით ახერხებენ. იხილეთ ფოტოები