სექტემბერში ტურისტული ვიზიტები 401%-ით გაიზარდა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის სექტემბერში საქართველოს 226 662 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. აქედან 209 642 ვიზიტი ტურისტული დანიშნულების იყო. შედეგად გამოდის, რომ 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 401%-ით გაიზარდა. ცნობისათვის, 2020 წლის სექტემბერში ტურისტული ვიზიტით საქართველოს 41 823 უცხოელი ეწვია.
მოცემული შთამბეჭდავი ზრდა ლოგიკურია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წინა წლის სექტემბერში ქვეყანა, ფაქტობრივად, მთლიანად ჩაკეტილი იყო და სხვადასხვა შეზღუდვა არსებობდა. სურათის უფრო ნათლად დასანახად, 2021 წლის სექტემბრის სტატისტიკა 2019 წლის სტატისტიკას უნდა შევადაროთ, სადაც მონაცემები გვიჩვენებს, რომ ტურისტული ვიზიტები 61.1%-ით არის შემცირებული. განაგრძეთ კითხვა "ბიზნესპრესნიუსზე"