საქართველოს სახელმწიფო საზღვართან მიწისძვრა მოხდა - კვირის პალიტრა

საქართველოს სახელმწიფო საზღვართან მიწისძვრა მოხდა

ჩეჩნეთთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 08:45 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის სიმძლავრე 4.7 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.