მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალს დღეს წარუდგენენ - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალს დღეს წარუდგენენ

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბრალი 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება.

როგორც დაწესებულებაში შესვლამდე პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, გამოძიება გრძელდება.

"პროკურატურის მიერ გამოტანი იქნა დადგენილება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რაც გათვალისწინებულია სიახლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტს. აღნიშნულ საქმეზე ჩატარებულია საგამოძიებო მოქმედებები, გამოთხოვილია ვიდეო მასალები, ასევე ამოღებულია ტელეფონები და დადგენილია, რომ მიხეილ სააკაშვილს შემოსვლაში დაეხმარა ელგუჯა ცომაია და შემდეგ ბრალდებულები არიან ის პირები, რომლებმაც ხელი შეიწყვეს მის გადაადგილებას და არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს. აღნიშნული დადასტურებულია არამარტო არამხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, არამედ მოპოვებული წერილობითი მტკიცებულებებით და ვიდეო მასალებით.

ელგუჯა ცომაიას ჩვენებაც არსებობს და სხვა მოწმეთა ჩვენებებიც", - განაცხადა პროკურორმა.

"ინტერპრესნიუსი"