ერთ-ერთი ვერსიით, დამკვეთმა ანასტასია შატალოვას მკვლელობის შემსრულებლის პოვნა "კანონიერ ქურდს", მეტსახელად "ჭიას" სთხოვა - ვინ არის ლაშა ბარათელი, რომელსაც შორენა ბეგაშვილი ახლახან დაშორდა?
რამდენიმე დღის წინ გვიან ღამით თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი ანასტასია შატალოვა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. გარდაცვლილი გაზაფხულის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდა. ანასტასია შატალოვა, რამდენიმე თვის წინ, ბათუმში ერთ-ერთ მაღალჩინოსანს უჩიოდა იმის გამო, რომ მამაკაცი მას წლების განმავლობაში საერთო შვილის ნახვას უკრძალავდა.
ანასტასია შატალოვა მისი და ზურაბ ბერიძის ურთიერთობისა და კონფლიქტის შესახებ დაახლოებით ერთი წლის წინ "ნანუკას შოუში" საუბრობდა. მისი თქმით, ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი თვეების განმავლობაში მასთან ერთად ცხოვრობდა. ასევე აღნიშნავს, რომ თავდაპირველად არ იცოდა, რომ ბერიძეს სხვა ოჯახი ჰყავდა და როდესაც ეს ინფორმაცია შეიტყო, კონფლიქტი სწორედ ამ თემაზე დაიწყო.
ცნობისთვის, ზურაბ ბერიძე ბათუმის ვიცე-მერის თანამდებობას 2014-2015 წლებში იკავებდა.
ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე სამი ადამიანი - ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯაევი დააკავეს, მათგან ლატარიას ბრალი განზრახ მკვლელობაში ედება. სამივეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
გუშინ "კურიერმა" გაავრცელა ინფორმაცია, დამკვეთმა საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ე. წ. კანონიერ ქურდს, მეტსახელად "ჭიას" ანასტასია შატალოვას ლიკვიდაციისთვის შემსრულებლების პოვნა სთხოვა. ამის შემდეგ ლაშა ბარათელი დაუკავშირდა თბილისში ერთ-ერთ პირს, რომელსაც დანაშაული სისრულეში უნდა მოეყვანა.
"კურიერისთვის" ცნობილია ისიც, რომ მკვლელს პირობის შესრულებაში 20 000-მდე დოლარი უნდა აეღო. ვის სურდა 25 წლის ქალის თავიდან მოცილება, ამის შესახებ შემთხვევის დღიდან ბევრი ვერსია გავრცელდა, მათ შორის ფიგურირებს ზურაბ ბერიძის სახელი, რომელთანაც მოკლულს საერთო შვილთან დაკავშირებით კონფლიქტი ჰქონდა. "რუსთავი 2-ისთვის" მიცემულ პირველ კომენტარში შატალოვას დედამ თქვა, რომ მის შვილს უთანხმოება ბერიძის გარდა არავისთან ჰქონია.
ლაშა ბარათელი, იგივე "ჭია" უკვე წლებია საზღვარგარეთ "კანონიერი ქურდის" სტატუსით ცხოვრობს, თუმცა მედია მისით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც შორენა ბეგაშვილის ცხოვრებაში გამოჩნდა.
ტელესახე მას შემდეგ რაც მეორე ქმარს, ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ოფიციალურად გაშორდა მის ცხოვრებაში ლაშა ბარათელი გამოჩნდა. მედიაში იწერებოდა, რომ ირაკლი ნანაძესთან დაშორების მიზეზი სწორედ ლაშა ბარათელთან დაწყებული ურთიერთობა გახლდათ.
ლაშა ბარათელის მუდმივი საცხოვრებელი თურქეთია. მამაკაცი გამოცემა "პრაიმ კრაიმის" მიერ გამოქვეყნებულ "კანონიერი ქურდების" რეიტინგში, ათ ყველაზე რეიტინგულ "კანონიერი ქურდს" შორის ერთ-ერთია. ლაშა ბარათელი, იგივე "ჭია" 1989 წლის 11 ივლისს სოხუმში დაიბადა. ბარათელს ჯანგველაძე-ონიანის კლანს მიაკუთვნებენ და 2014 წელს აკურთხეს ქურდად.
შორენა ბეგაშვილი პანდემიის განმავლობაში საყვარელ მამაკაცს ხან თურქეთში აკითხავდა და ხანაც ესპანეთში, სადაც წყვილი ლაჟვარდოვან სანაპიროზე ბედნიერებად ატარებდნენ ხოლმე დროს. გააგრძელეთ კითხვა