მიხეილ სააკაშვილმა საკნის გისოსებიდან ციხესთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილმა საკნის გისოსებიდან ციხესთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან შეკრებილ მხარდამჭერებს ციხიდან მიესალმა.

ცოტა ხნის წინ, სააკაშვილი საკნის გიგოსებთან მივიდა, რა დროსაც მედიამ მისი გადაღება შეძლო.

სააკაშვილმა საკნიდან მხარდამჭერებს შემდეგი სიტყვებითაც მიმართა: "ძალიან მაგრები ხართ".

სააკაშვილმა მხარდამჭერებთან კონტაქტი მხოლოდ რამდენიმე წამით შეძლო.