"მიხეილ სააკაშვილი უნდა იღებდეს კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას და ამის გარანტიას ციხის საავადმყოფოში ვერ მიიღებს" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილი უნდა იღებდეს კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას და ამის გარანტიას ციხის საავადმყოფოში ვერ მიიღებს"

მინდა მოვიკითხო ადამიანი, რომელიც ამდენი დღეა შიმშილობს და არის უკანონო პატიმარი, - ამის შესახებ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისულმა დეპუტატმა თემურ ჯანაშიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილმა ხარისხიანი სამედიცინო დახმარება უნდა მიიღოს.

"ვთვლი, რომ პრეზიდენტი უნდა იღებდეს კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას და ამის გარანტიას ციხის საავადმყოფოში ვერ მიიღებს.

პრეზიდენტ სააკაშვილზე რომ აშკარა ზეწოლა ხორციელდება, ამას ისედაც აშკარად ვხედავდით, მაგალითად, როცა ტელევიზორს არ აძლევდნენ და სასამართლოს არ უნიშნავენ. შესაბამისად, ეს ქმედებაც არის ზეწოლა, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში გამორიცხული არ არის", - განაცხადაჯანაშიამ.

ცნობისთვის, გუშინ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ როდესაც დადგება საჭიროება, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდება.