ბათუმში დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ბათუმში დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა

ბათუმში დღეს დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა. როგორც ბათუმის სამედიცინო ცენტრში განაცხადეს, მამაკაცის მდგომარეობა მძიმე იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ბათუმში, ნარკოლოგიური ცენტრის ეზოში 50 წლამდე მამაკაცს ესროლეს. სავარაუდო ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. როგორც შს სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მომხდ​ართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.