"გამორიცხულია, სააკაშვილი საპატიმროდან ვადაზე ადრე გამოვიდეს, მინიმუმ 6 წელი იქნება ციხეში"
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლება ან უკრაინული მხარისთვის გადაცემა გამორიცხულია. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი ციხეში იქნება.
"მთავარი დამნაშავე ციხეშია, სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი იქნება ციხეში. მე მოვისმინე რამდენიმე ჩვენი მხარდამჭერისგან, რომ შეგნებულად ავრცელებენ ინფორმაციას თითქოს, 6 წელი არ იჯდება, აპირებენ უკრაინაში გადაცემას და ა.შ. ეს ორივე არის გამორიცხული. გამორიცხულია, რომ სააკაშვილი საპატიმროდან ვადაზე ადრე გამოვიდეს. მინიმუმ 6 წელი იჯდება ის საპატიმროში, ასევე გამორიცხულია, ამაზე სერიოზული კომენტარიც არ შეიძლება გავაკეთო, ხომ არ იგეგმება მისი გადაცემა უკრაინაში. ეს არის სრული აბსურდი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.