"გულის შეტევა აქვს, ჰოსპიტალიზებულია" - როგორია მიხეილ სააკაშვილის მამის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

"გულის შეტევა აქვს, ჰოსპიტალიზებულია" - როგორია მიხეილ სააკაშვილის მამის მდგომარეობა?

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზდენტის, მიხეილ სააკაშვილის მამა ჰოსპიტალიზებულია.

არსებული ინფორმაციით, ნიკოლოზ სააკაშვილს გულის შეტევა აქვს.

ნიკოლოზ სააკაშვილი ჩაფიძის კლინიკაშია მოთავსებული.

როგორც კლინიკის პრესსამსახურში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, ექსპრეზიდენტის მამა ხვალ გაეწერება.

"ნიკოლოზ სააკაშვილი კარგად არის, ხვალ გაეწერება. მეტ ინფორმაციას მის შესახებ ვერ მოგაწვდით, რადგან კონფიდენციალურია" , - განაცხადეს კლინიკაში.

"ინტერპრესნიუსი"