"ჩვენ სწავლა გვინდა" - კონგოს პარლამენტში ასობით სკოლის მოსწავლე შეიჭრა
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ასობით სკოლის მოსწავლე პარლამენტის შენობაში შეიჭრა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მოსწავლეები ხელისუფლებისგან პედაგოგებისთვის ხელფასების მომატებას ითხოვენ, რათა პედაგოგებმა ორ კვირაზე მეტი ხნის წინ დაწყებული გაფიცვა შეწყვიტონ და სკოლებს დაუბრუნდნენ.
"ჩვენ სწავლა გვინდა", – სკანდირებდნენ კონგოელი მოსწავლეები.
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში პედაგოგები 4 ოქტომბერს გაიფიცნენ. ისინი ანაზღაურების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
მთავრობა პედაგოგების გაფიცვის ორგანიზებაში რელიგიურ ჯგუფს ადანაშაულებს, რომლებიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაწყებითი სკოლების უმეტესობას მართავენ.