ქვეყანაში ჯამში ჩატარებულია 1 938 274 აცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 5 309 ადამიანი აიცრა.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ჯამში სულ ჩატარებულია 1 938 274 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 020 110 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.9 %, სრულად ვაქცინირებულია 917 638 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.1%.