"სააკაშვილის გადაყვანა ციხის საავადმყოფოში შეუძლებელია, ამ ვარიანტს საერთოდ არ განიხილავს"
"სააკაშვილის გადაყვანა ციხის საავადმყოფოში არის შეუძლებელი, ამ ვარიანტს საერთოდ არ განიხილავს", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.
ადვოკატის შეფასებით, განცხადება, რომ პრეზიდენტს გლდანის ციხესთან არსებულ საავადმყოფოში გადაიყვანენ, არის აბსრუდი, არ აქვს არანაირი დასაბუთება და ემსახურება მხოლოდ ხელისუფლების "კაპრიზის" დაკმაყოფილებას.
,,მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ციხესთან არსებულ საავადმყოფოში არის შეუძლებელი, ეს არ არის მხოლოდ მისი "კაპრიზი". ვითხოვთ მხოლოდ იმას, რაც ეკუთვნის ყველა მსჯავრდებულს, ეს არის მისი გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც მას ექნება ღირსეული და აუცილებელი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა. განცხადება, რომ პრეზიდენტს გადაიყვანენ გლდანის ციხესთან არსებულ საავადმყოფოში არის აბსრუდი, არ აქვს არანაირი დასაბუთება და ემსახურება მხოლოდ ხელისუფლების "კაპრიზის" დაკმაყოფილებას.
პირველი დღიდან პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტს გადაიყვანდნენ ექიმების მიერ შერჩეულ კლინიკაში. ახლა, რომელიღაც პერსონალურ მმართველში გაიღვიძა ბოღმამ და გადაწყვიტა, რომ სააკაშვილი უნდა გადაიყვანოს ციხესთან არსებულ საავადმყოფოში. მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა რომელიღაც ციხის საავადმყოფოში არის შეუძლებელი, ამ ვარიანტს საერთოდ არ განიხილავს. ფიზიკურად თავს გრძნობს მხნედ, თუმცა შიმშილობა გავლენას ახდენს მის ჯანმრთელობაზე", - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.