"დათო მაღრაძე აერთიანებს რა, პოეტურ სიტყვას მეტაფიზიკურ არტერიასთან, ის ატარებს მას მრავალშრიან ენობრივ რეგისტრში" - რას წერს ფრანგი მთარგმნელი პოეტზე - კვირის პალიტრა

"დათო მაღრაძე აერთიანებს რა, პოეტურ სიტყვას მეტაფიზიკურ არტერიასთან, ის ატარებს მას მრავალშრიან ენობრივ რეგისტრში" - რას წერს ფრანგი მთარგმნელი პოეტზე

დღეს, 24 ოქტომბერს 15:00 საათზე, პარიზის წიგნის ფესტივალის ფორმატში, სენ სულპისის მოედანზე დათო მაღრაძის წიგნის - "ბარაქიანი მიწის" ფრანგული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი ცნობილმა ფრანგულმა გამომცემლობამ ditions du Signe- მ გამოსცა. ფრანგულად კი ვერონიკა ბერგენმა თარგმნა.

ვერონიკა ბერგენის რეცენზიაში ვკითხულობთ:

"დათო მაღრაძე აერთიანებს რა, პოეტურ სიტყვას მეტაფიზიკურ არტერიასთან, ის ატარებს მას მრავალშრიან ენობრივ რეგისტრში. პოეტი მიმართავს, როგორც ჩვენს შეგრძნებებს, ასევე ჩვენს ინდივიდუალურ და კოლექტიურ მეხსიერებას. ციტატები ელიოტის "ბერწი მიწიდან" და მალერის ნაწარმოებიდან "სიმღერა მიწაზე", გადაფარულია ბერწი მიწის - ბარაქიან მიწად გარდაქმნის პოეტური, პოლიტიკური და კოსმიური იმედით. ამ ტექსტუალური და ეგზისტენციალური ტრანსფორმაციის ბოლოს გადაიშლება ბარაქიანი მიწა, რომელიც ხელახლა შედის ჰარმონიაში სიცოცხლესთან, მატერიის ფორმებთან და სულიერებასთან, წმინდასთან და თავისუფალთან".

"ინტერპრესნიუსი"