"შიმშილობას არ წყვეტს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა" - რა ინფორმაციას ავრცელებს სააკაშვილის პირადი ექიმი? - კვირის პალიტრა

"შიმშილობას არ წყვეტს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა" - რა ინფორმაციას ავრცელებს სააკაშვილის პირადი ექიმი?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მედიკამენტოზურმა მკურნალობამ და გადასხმამ კარგი შედეგი გამოიღო, თუმცა მისი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა კვლავ არის.

ამასთან, მისივე განმარტებით, მედიკამენტოზური მკურნალობა კვლავ გრძელდება.

"სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ზუსტად ისეთივეა, როგორიც გუშინ იყო. ეს ნიშნავს, რომ გადასხმამ და მედიკამენტოზურმა მკურნალობამ კარგი შედეგი გამოიღო, ასე რომ ყველაფერი წყნარად არის დღეს. შიმშილობას არ წყვეტს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, თანახმაა ჰოსპიტალიზაციაზე საქალაქო სექტორში, მნიშვნელობა არ აქვს რომელი სამედიცინო დაწესებულება იქნება, ეს არის მისი პოზიცია",- განაცხადა ყიფშიძემ.

ამასთან, მისი თქმით, მედიკამენტოზური მკურნალობა გრძელდება, ამ დროისთვის გადასხმის საჭიროება არ არის, თუმცა ღამით ან დილით შეიძლება დასჭირდეს.

"ინტერპრესნიუსი"