"სანატორიუმის სასათბურე პირობებს იწუნებენ, რომელიც სააკაშვილისთვისაა შექმნილი, სიზმრად თუ მაინც დაესიზმრებოდა ეს პირობები პატიმარს "ნაცმოძრაობის" დროს?"
"დღეს სანატორიუმის სასათბურე პირობებს იწუნებენ, რომელიც არის შექმნილი განსაკუთრებულად სააკაშვილისთვის, სიზმრად თუ მაინც დაესიზმრებოდა ეს პირობები რომელიმე პატიმარს იმ დროს, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" იყო ხელისუფლებაში?" - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უფლებაშელახული ადამიანი ათიათასობით არის ქვეყანაში და "უსაფუძვლოდ ვიცავთ პირს, რომელიც არის ავტორი რეჟიმისა, რომელმაც ამ ადამიანებს უფლება შეუზღუდა".
"ავტეხეთ ამბავი, რომ თურმე სააკაშვილი შიმშილობს, როგორც შიმშილობს ამაზე ინფორმაცია საკმარისად გაჟღერდა, იკვებება თაფლით, წვენებით და სხვა საშუალებებით, არ არის ის ადამიანი, რომ მართლა შიმშილობდეს. ციხეებში იცით რამდენი ადამიანი შიმშილობს? სააკაშვილს მათგან განსხვავებით მოთხოვნა არ გააჩნია, რა უნდა მოითხოვოს სააკაშვილმა, რომ არაფერი არ ჩამიდენიაო?
დღეს სანატორიუმის პირობებს იწუნებენ, რომელიც არის შექმნილი განსაკუთრებულად სააკაშვილისთვის, სიზმრად თუ მაინც დაესიზმრებოდა ეს პირობები რომელიმე პატიმარს იმ დროს, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" იყო ხელისუფლებაში. ჩურჩულის ხმაც რომ გასულიყო შედიოდნენ და უმოწყალოდ უსწორდებოდნენ პატიმრებს. დღეს სააკაშვილი ციხის გისოსებიდან სიცილით ელაპარაკება გარეთ მომიტინგეებს, ეს ცინიზმია იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც ეს ციხეები გამოიარეს", - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ