მეუღლის ინფორმაციით, რუსთავის ციხეში მყოფმა ირაკლი ფირცხალავამ, მიხეილ სააკაშვილის მოწოდების შემდეგ, შიმშილობა შეწყვიტა - კვირის პალიტრა

მეუღლის ინფორმაციით, რუსთავის ციხეში მყოფმა ირაკლი ფირცხალავამ, მიხეილ სააკაშვილის მოწოდების შემდეგ, შიმშილობა შეწყვიტა

ყოფილმა პოლიციელმა, მსჯავრდებულმა ირაკლი ფირცხალავამ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად დაწყებული შიმშილობა შეწყვიტა.

როგორც ჟურნალისტებს ფირცხალავას მეუღლემ, ნინო ხვიტიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა, ირაკლი ფირცხალავამ შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, როდესაც ამისკენ თავად მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა.

"ჩემმა მეუღლემ შიმშილობა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა თავისი მოთხოვნა გააჟღერა.17 დღე შიმშილობდა. ძალიან დასუსტებულია, იმდენად არის დასუსტებული, რომ პაემანზეც უარი თქვა, რომ გვენახა. დაახლოებით 20 კილოგრამი აქვს დაკლებული", - განაცხადა ნინო ხვიტიამ.