"გიგის იმხელა გამოცდილება აქვს, რომ ნამდვილი ოქროს შანსია ფოთისთვის და ჩემთვის" - სააკაშვილი უგულავაზე - კვირის პალიტრა

"გიგის იმხელა გამოცდილება აქვს, რომ ნამდვილი ოქროს შანსია ფოთისთვის და ჩემთვის" - სააკაშვილი უგულავაზე

გიგის იმხელა გამოცდილება აქვს, რომ ნამდვილი ოქროს შანსია ფოთისთვის და ჩემთვის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გზავნილშია ნათქვამი, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, ფოთი უნდა აყვავდეს.

“ძვირფასო ფოთელებო,თუ გახსოვთ სწორედ ფოთიდან ვიბრუნებდით აჭარას და მერე ავაყვავეთ ბათუმი. ახლა, სამწუხაროდ ბევრი დროის დაკარგვის მერე, უნდა ავაყვავოთ ფოთი. ახალგაზრდობა და ქალები კი არ უნდა მიდიოდნენ, პირიქით, უნდა ბრუნდებოდნენ.

გიგის იმხელა გამოცდილება აქვს, რომ ნამდვილი ოქროს შანსია ფოთისთვის და ჩემთვის, რათა თქვენ დაგეხმაროთ.

აეროპორტი უნდა დავასრულოთ, პორტში მინიმუმ 3 ათასი სამუშაო ადგილი დავამატოთ და ხელფასები გავაორმაგოთ”, - წერია პოსტში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.